მთავარი თემა:რუსულენოვანი გაზეთის გამოშვება
მნიშვნელობა და აქტუალობა:პროექტის განსახორციელებლად მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას ინტერნეტიდან,ჟურნალ-გაზეთებიდან,შესაბამისი თემატიკის სახელმძღვანელოებიდან რუსულ ენაზე।.ამით ისინი გაიღრმავებენ უცხო ენის შესწავლის დონეს।.გაიუმჯობესებენ დამოუკიდებლად მუშაობის და წერის უნარ-ჩვევებს,ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიებისა და პრეზენტაციის უნარს,საკუთარი ინტერესების წარმოჩენას.
მიზნები და შედეგები:მოსწავლეები განივითარებენ ზეპირი მეტყველებისა და წერის უნარ-ჩვევებს.।შეძლებენ ჯგუფში მუშაობას და თანამშრომლობას,სხვა ჯგუფის ობიექტურად შეფასებას. სხვისი აზრის პატივისცემას. შეძლებენ მოპოვებული ინფორმაციის დამუშავებას და მოვალეობებისა და დროის სწორად გადანაწილებას,ასევე გაზეთის სათაურისა და შინაარსის ლოგიკურად დაკავშირებას.
შეფასების საგანი და პროცედურები:ზეპირი პრეზენტაციის შეფასების კრიტერიუმებია:დიზაინი,გაზეთის შინაარსი და მასალის შერჩევა,მკითხველის დაინტერესება , სათაურისა და შინაარსის შესაბამისობა. ყველა კომპონენტში მოსწავლეები აფასებენ ერთმანეთს + ან - ,წინასწარ მომზადებული შეფასების ცხრილში. +არის 1 ქულა.ქულები შეჯამდება და გამოვლინდება საუკეთესო გაზეთი.პედაგოგი თავის მხრივ შეაფასებს ჯგუფებს,მათ აქტიურობას,წერის და მეტყველების უნარ-ჩვევებს,თანამშრომლობას და ინოვაციას,პრეზენტაციას მთლიანად.
რა ცოდნას უნდა ფლობდნენ წინასწარ:მოსწავლეებმა უკვე იციან წერილის წერა და განცხადების შედგენა.მოქმედებითი,ბრალდებითი და ნათესაობითი ბრუნვის დაბოლოვებები და ზეპირ მეტყველებაში მათი გამოყენება
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები:ბიბლიოთეკიდან შესაბამისი თემატიკის წიგნები,ჟურნალ-გაზეთები.ინტერნეტიდან ინფორმაციის და ფოტომასალის მოძიება
სასწავლო პროექტის მსვლელობა:იქმნება მოსწავლეთა 3 ჯგუფი.თითოეული ჯგუფი ინაწილებს მოვალეობებს:რედაქტორი,წერილების ავტორები,ანკეტის მომზადება,მხატვარი,ფოტორეპორტიორი. ისინი მოიფიქრებენ გაზეთის სათაურს.გაზეთში იქნება შემდეგი რუბრიკები:,,ინტერვიუ", ,,იცით თუ არა?", ,,ჩვენი ანკეტა", ,,განცხადებები", ,,ჩვენი ფოტო-ალბომი", ,,ეს საინტერესოა"...
მოსწავლეები დამოუკიდებლად მოიძიებენ ინფორმაციას,შემდეგ დაამუშავებენ და შეარჩევენ გაზეთისთვის საჭირო ტექსტს,ფოტოს და ა.შ
მასალის შერჩევის შემდეგ იზრუნებენ დიზაინზე.
ჯგუფი ირჩევს პრეზენტატორს და უკვე დასრულებულ გაზეთს წარუდგენს კლასს.გაზეთის მოსამზადებლად ეძლევათ ორი გაკვეთილი,მესამე გაკვეთილზე კი აკეთებენ პრეზენტაციას.პრეზენტაციების განხილვის შემდეგ მოხდება მათი შეფასება.გაზეთებს გამოვფენთ თვალსაჩინო ადგილას რათა სხვა მოსწავლეებმაც წაიკითხონ და ეს იქნება მასტიმულირებელი მათთვის მომავალში თვითონაც შექმნან საინტერესო თვალსაჩინოება უცხო ენაზე.ეს იქნება აგრეთვე სტიმული ენის უკეთ შესწავლისათვის.